https://sputnik-georgia.com/20250924/-------295081428.html
საქართველომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
საქართველომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
Sputnik საქართველო
საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით თავისი... 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T19:27+0400
2025-09-24T19:27+0400
2025-09-24T19:27+0400
საქართველო
ევროკომისია
ბრიუსელი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რადგანაც მიწვევა ელჩის და არა მინისტრის დონეზე გამოიგზავნა, რაც არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს საკითხის სპეკულაციებისთვის გამოყენების კიდევ ერთ მცდელობას, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ავტორიტეტულმა დასავლელმა მიმომხილველმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 20 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვევა არ მიუღია. იგი მხოლოდ ევროკავშირში საქართველოს ელჩ ვახტანგ მახარაბლიშვილს გაეგზავნა. როგორც იოზვიაკმა განმარტა, გადაწყვეტილება დაკავშირებულია მთავრობის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ქმედებების პასუხად საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან კონტაქტების შეზღუდვასთან.როგორც საგარეო უწყებაში განმარტეს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, საქართველოს როლის გათვალისწინებით როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებში. უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად ცხრა დამატებითი პირობა დასახელდა - მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების პასუხად, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროკომისია, ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ევროკომისია, ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რადგანაც მიწვევა ელჩის და არა მინისტრის დონეზე გამოიგზავნა, რაც არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს საკითხის სპეკულაციებისთვის გამოყენების კიდევ ერთ მცდელობას, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორიტეტულმა დასავლელმა მიმომხილველმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 20 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვევა არ მიუღია. იგი მხოლოდ ევროკავშირში საქართველოს ელჩ ვახტანგ მახარაბლიშვილს გაეგზავნა. როგორც იოზვიაკმა განმარტა, გადაწყვეტილება დაკავშირებულია მთავრობის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ქმედებების პასუხად საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან კონტაქტების შეზღუდვასთან.
„ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება, –აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტეს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, საქართველოს როლის გათვალისწინებით როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებში.
„საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადობის საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი“, - აღნიშნეს უწყებაში.
უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად ცხრა დამატებითი პირობა დასახელდა - მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების პასუხად, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.