https://sputnik-georgia.com/20250923/terorizmis-elshewkobistvis-mamakacs-13-wlit-patimroba-sheeparda-295064412.html
სასამართლომ მამაკაცს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის 13 წლით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ მამაკაცს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის 13 წლით პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" და... 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T21:49+0400
2025-09-23T21:49+0400
2025-09-23T21:49+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" წევრი იყო და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, მისი მონაწილეობით ინტერნეტ-სივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.მას ბრალდება სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სასამართლომ მამაკაცს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის 13 წლით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" წევრი იყო და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
ამასთან, მისი მონაწილეობით ინტერნეტ-სივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.
მას ბრალდება სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.