https://sputnik-georgia.com/20250923/sazgvris-ukanono-kvetis-paqtze-3-piri-daakaves-295057677.html
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T18:13+0400
2025-09-23T18:13+0400
2025-09-23T18:13+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1589:895_1920x0_80_0_0_4456185d3f8b2933fbfda80a952fa27c.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულები, რომელთა ასაკი 24-დან 43 წლამდეა, სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს. გამოძიების მიხედვით, ორმა ბრალდებულმა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მესამე ბრალდებული კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება სსკ-ის 344-ე და 19, 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1162:872_1920x0_80_0_0_5c097095ec484a073549c82f0cc811ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 24-დან 43 წლამდეა, სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ორმა ბრალდებულმა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მესამე ბრალდებული კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სსკ-ის 344-ე და 19, 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.