https://sputnik-georgia.com/20250923/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-295049853.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით გაიზარდა. 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T10:55+0400
2025-09-23T10:55+0400
2025-09-23T10:55+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290168001_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_7b4be1cea198c00cde1e900b4528cec2.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის აგვისტოში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 2,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 4,7%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 13,8%-ით.2025 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაშიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები აგვისტოში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა.ამასთან სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 2,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 3,2%-ით გაიზარდა.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,2%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 18,9%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 0,6%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაძვირდა, მათ შორის საკვები პროდუქტები - 13,1%-ით.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის აგვისტოში 4,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290168001_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_bd6066ae26fb93b37ed0fa78c523fdd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2025 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით გაიზარდა.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის აგვისტოში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 2,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 4,7%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 13,8%-ით.
2025 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით გაიზარდა.
შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები აგვისტოში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა.
ამასთან სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 2,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 3,2%-ით გაიზარდა.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,2%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 18,9%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 0,6%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაძვირდა, მათ შორის საკვები პროდუქტები - 13,1%-ით.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის აგვისტოში 4,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.