https://sputnik-georgia.com/20250923/kaladzem-oponentebs-upasuxa-295058286.html
სრული აბსურდი: მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ოპონენტებს უპასუხა
სრული აბსურდი: მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ოპონენტებს უპასუხა
Sputnik საქართველო
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ვიცე-მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მათი პარტიის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გაიმარჯვებს, ისინი დედაქალაქში... 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T20:13+0400
2025-09-23T20:13+0400
2025-09-23T20:13+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_0:52:1280:773_1920x0_80_0_0_30a713d70f84c14c00bd44eafc661a97.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას „არასდროს სმენია რამე უფრო აბსურდული“, ვიდრე მისი ოპონენტების გეგმები.მანამდე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ვიცე-მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მათი პარტიის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გაიმარჯვებს, ისინი დედაქალაქში მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზებას მოახდენენ.არჩევნები თბილისშითბილისში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს.თბილისის საკრებულო ყველაზე დიდი მუნიციპალური სათათბირო ორგანოა. იგი შედგება 50 დეპუტატისგან, რომელთაგან 25 აირჩევა იმ პარტიების პარტიული სიებით, რომლებმაც ქალაქის მოსახლეობის ხმების 4%-ზე მეტი მიიღეს, ხოლო 25 დეპუტატი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მათ მაჟორიტარულ ოლქებში. საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობს.რაც შეეხება თბილისის მერს, ის აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მერობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს 25 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდეს. იგი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს.თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ.ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს. მათ უნდა წარადგინონ დეპუტატობის კანდიდატების 50-100 კაციანი პარტიული სიები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_97:0:1236:854_1920x0_80_0_0_a386af6684d4b7ad01d8d0b82a3c3d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , თბილისის მერია, ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , თბილისის მერია, ახალი ამბები
სრული აბსურდი: მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ოპონენტებს უპასუხა
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ვიცე-მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მათი პარტიის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გაიმარჯვებს, ისინი დედაქალაქში მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზებას მოახდენენ.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას „არასდროს სმენია რამე უფრო აბსურდული“, ვიდრე მისი ოპონენტების გეგმები.
მანამდე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ვიცე-მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მათი პარტიის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გაიმარჯვებს, ისინი დედაქალაქში მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზებას მოახდენენ.
„ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. წარმოგიდგენიათ? უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა", - განაცხადა კალაძემ.
თბილისში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს.
თბილისის საკრებულო ყველაზე დიდი მუნიციპალური სათათბირო ორგანოა. იგი შედგება 50 დეპუტატისგან, რომელთაგან 25 აირჩევა იმ პარტიების პარტიული სიებით, რომლებმაც ქალაქის მოსახლეობის ხმების 4%-ზე მეტი მიიღეს, ხოლო 25 დეპუტატი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მათ მაჟორიტარულ ოლქებში. საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობს.
რაც შეეხება თბილისის მერს, ის აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მერობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს 25 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდეს. იგი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს.
თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს. მათ უნდა წარადგინონ დეპუტატობის კანდიდატების 50-100 კაციანი პარტიული სიები.