https://sputnik-georgia.com/20250923/janmo-saqartvelo-ucxoeli-studentebis-raodenobit-lideria-295056002.html
ჯანმო: საქართველო სამედიცინო ფაკულტეტებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია
ჯანმო: საქართველო სამედიცინო ფაკულტეტებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია
Sputnik საქართველო
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების საერთო რაოდენობის 19,7%-ს უცხოელები შეადგენენ 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T17:00+0400
2025-09-23T17:00+0400
2025-09-23T17:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
ჯანმო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760570_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ad146660ae63f441e1dd13a320eb4364.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მსოფლიოში უცხოელი მედიკოსი სტუდენტების რაოდენობით ლიდერობს, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპული ოფისის ახალ ანგარიშში. ჯანმოს მონაცემებით, ბაკალავრიატის დონეზე სამედიცინო განათლება საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად იქცა, ხოლო უცხოელი სტუდენტები ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. ჯანმოს მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქვეყნებში არსებული უნივერსიტეტების რაოდენობას. მაგალითად, სომხეთში რვა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მოლდოვაში - ერთი, ხოლო აზერბაიჯანში - არც ერთი. საერთაშორისო სტუდენტებს საქართველოში იზიდავს მისი მარტივი რეგისტრაციის მოთხოვნები, ჩარიცხვისას კონკურენციის პრაქტიკულად არარსებობა, სწავლის შედარებით დაბალი საფასური (წელიწადში 6000-10000 აშშ დოლარი), სტუდენტური ვიზების მიღების სიმარტივე და ქვეყნაში უსაფრთხოების მაღალი დონე. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელბიც ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობენ, 2015-2024 წლებში მნიშვნელოვნად-1,186-დან - 12,123-მდე გაიზარდა, რაც 922,2% -ია. 2024 წელს, თითქმის 7 ათასი უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა სამ ქართულ უნივერსიტეტში. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში, საქართველოს უნივერსიტეტებში 37.100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა წელთან შედარებით 20,9%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების 19,7%-ს უცხოელები შეადგენენ. ყველაზე პოპულარული მიმართულება ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა. ის 18,100-მა უცხოელმა სტუდენტმა აირჩია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/05/247760570_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_8e51c5f857824ad0d7f95f072bc487cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , ჯანმო , ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , ჯანმო , ახალი ამბები
ჯანმო: საქართველო სამედიცინო ფაკულტეტებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების საერთო რაოდენობის 19,7%-ს უცხოელები შეადგენენ
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მსოფლიოში უცხოელი მედიკოსი სტუდენტების რაოდენობით ლიდერობს, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპული ოფისის ახალ ანგარიშში.
ჯანმოს მონაცემებით, ბაკალავრიატის დონეზე სამედიცინო განათლება საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად იქცა, ხოლო უცხოელი სტუდენტები ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.
„საქართველო პოპულარული მიმართულებაა ჯანდაცვის უცხოელი სპეციალისტებისთვის (ძირითადად მედიკებისთვის) და სტუდენტებისთვის. საქართველოს 25-ვე სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. (უმეტესობას პროგრამები მხოლოდ ინგლისურ ენაზე აქვს ), რაც, პირველ რიგში, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ანგარიშში.
ჯანმოს მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქვეყნებში არსებული უნივერსიტეტების რაოდენობას. მაგალითად, სომხეთში რვა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მოლდოვაში - ერთი, ხოლო აზერბაიჯანში - არც ერთი.
საერთაშორისო სტუდენტებს საქართველოში იზიდავს მისი მარტივი რეგისტრაციის მოთხოვნები, ჩარიცხვისას კონკურენციის პრაქტიკულად არარსებობა, სწავლის შედარებით დაბალი საფასური (წელიწადში 6000-10000 აშშ დოლარი), სტუდენტური ვიზების მიღების სიმარტივე და ქვეყნაში უსაფრთხოების მაღალი დონე.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელბიც ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობენ, 2015-2024 წლებში მნიშვნელოვნად-1,186-დან - 12,123-მდე გაიზარდა, რაც 922,2% -ია.
2024 წელს, თითქმის 7 ათასი უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა სამ ქართულ უნივერსიტეტში. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში, საქართველოს უნივერსიტეტებში 37.100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა წელთან შედარებით 20,9%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების 19,7%-ს უცხოელები შეადგენენ. ყველაზე პოპულარული მიმართულება ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა. ის 18,100-მა უცხოელმა სტუდენტმა აირჩია.