https://sputnik-georgia.com/20250923/bochorishvili-ramdenime-qveynis-sagareo-saqmeta-ministrebs-shexvda-295051957.html
ბოჭორიშვილი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ბოჭორიშვილი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
გაეროს გენასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ბოჭორიშვილის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში. 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T12:52+0400
2025-09-23T12:52+0400
2025-09-23T12:52+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
გაეროს გენერალური ასამბლეა
ახალი ამბები
ვიეტნამი
საბერძნეთი
სლოვაკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593197_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ddbb6f2b9d714da08b3cf8acae3efada.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარს, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ლე ჰოაი თრუნგსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში იღებს მონაწილეობას. სწორედ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში და მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში. უწყების ცნობით, ბოჭორიშვილმა და სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ვიეტნამელ კოლეგასთან ერთად სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმისა და ლოგისტიკის მიმართულებით ისაუბრა. უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის. ბერძენ კოლეგასთან შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და ისტორიული კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას. სამინისტროს ცნობით, ორივე მხარემ გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში ვიზიტით 21 სექტემბერს გაემგზავრა, სადაც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები - საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეში შეხვდება. ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია ნიუ-იორკში 9 სექტემბერს გაიხსნა. დებატები 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში, ასევე 29 სექტემბერს გაიმართება.
საქართველო
აშშ
ვიეტნამი
საბერძნეთი
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593197_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_8dea5acf6ac1e5e3ff38012d62275248.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები, ვიეტნამი , საბერძნეთი , სლოვაკეთი
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები, ვიეტნამი , საბერძნეთი , სლოვაკეთი
ბოჭორიშვილი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გაეროს გენასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ბოჭორიშვილის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარს, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ლე ჰოაი თრუნგსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში იღებს მონაწილეობას. სწორედ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში და მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში.
უწყების ცნობით, ბოჭორიშვილმა და სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა ვიეტნამელ კოლეგასთან ერთად სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმისა და ლოგისტიკის მიმართულებით ისაუბრა.
„ყურადღება დაეთმო მაღალი დონის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ, არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.
ბერძენ კოლეგასთან შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და ისტორიული კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.
„შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის პროცესში დიალოგის საჭიროებას“, - აღნიშნულია განხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ორივე მხარემ გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში ვიზიტით 21 სექტემბერს გაემგზავრა, სადაც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები - საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეში შეხვდება. ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია ნიუ-იორკში 9 სექტემბერს გაიხსნა. დებატები 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში, ასევე 29 სექტემბერს გაიმართება.