ვოლსკი: დარწმუნებული ვარ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს შესახებ კიდევ ბევრ ახალს გაიგებენ

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2025
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. დარწმუნებული ვარ, საქართველოს დელეგაცია მაღალ დონეზეა მომზადებული და საერთაშორისო საზოგადოება გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს შესახებ კიდევ ბევრ ახალს გაიგებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ,.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები - საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეში შეხვდება.
„საგანგებოდ მაღალი დონეა და არის სერიოზული შეხვედრების, გასაუბრებების ფართო ასპარეზი, როდესაც მითუმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო შეხვედრაზე მიდიხარ. დარწმუნებული ვარ, დელეგაცია მაღალ დონეზეა მომზადებული და საქართველოს შესახებ კიდევ ბევრ ახალს გაიგებენ გაეროს ტრიბუნიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება.
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში 21 სექტემბერს გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
გასულ წელს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა. იმ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელთანაც „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0