სარფში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2025
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 29.852 ლარი შეადგინა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 160 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 29 852 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი ერთი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო მეორე კანონდამრღვევი მოქალაქე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად 7.893 ლარით დაჯარიმდა.
ყველა ახალი ამბავი
0