საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტმა მლრდ დოლარს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2025
გამოწერა
ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1მლრდ 118 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.
ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 18,3 მლნ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და 113,9 მლნ დოლარს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული.
თხილის ექსპორტის ღირებულებამ 10,9 მლნ დოლარით მოიმატა და 33,7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა – 4,4 მლნ დოლარით და 6,1 მლნ დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება ღვინოს, ევროკავშირში 23,6 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2.1 მლნ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0