https://sputnik-georgia.com/20250922/papuashvili-xelisupleba-ar-daushvebs-saqartvelo-1990-wlebis-qaosshi-dabrundes-295046035.html
პაპუაშვილი: ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველო 1990-იანი წლების ქაოსში დაბრუნდეს
პაპუაშვილი: ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველო 1990-იანი წლების ქაოსში დაბრუნდეს
Sputnik საქართველო
მისი თქმით, ერთადერთი გზა, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიტოვა, არის ექსტრემიზმი. 22.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-22T21:00+0400
2025-09-22T21:00+0400
2025-09-22T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_76e8e92bbf67ce543e1c324aa7bd0907.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, ქვეყანა 1990-იან წლებში დააბრუნოს, როდესაც ქუჩებში სამოქალაქო ომი დაიწყო და ესკალაციამ პიკს მიაღწია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. არჩევნების დღეს რუსთველის გამზირზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა 4 ოქტომბერს მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა დააანონსა. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში გაიმარჯვებს.მისი თქმით, ერთადერთი გზა, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიტოვა, არის ექსტრემიზმი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციამ ჯერ კიდევ არ წარმოადგინა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და რადიკალებს შიდა ტერორისტები უწოდა.მისი თქმით, ვერავინ, მათ შორის უცხოური ძალებიც, ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე.„ყველას, ვინც ასეთ შიდა ტერორისტთან სალონურ ურთიერთობაშია, საჯაროდ ვკითხავთ, რა არის მათი პოზიცია და ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_dd2f2103dc80fd2a74b9101f3179bdf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი: ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველო 1990-იანი წლების ქაოსში დაბრუნდეს
მისი თქმით, ერთადერთი გზა, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიტოვა, არის ექსტრემიზმი.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, ქვეყანა 1990-იან წლებში დააბრუნოს, როდესაც ქუჩებში სამოქალაქო ომი დაიწყო და ესკალაციამ პიკს მიაღწია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. არჩევნების დღეს რუსთველის გამზირზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა 4 ოქტომბერს მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა დააანონსა. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში გაიმარჯვებს.
„მინდა გავაფრთხილო ის პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ამ ესკალაციაში არიან ჩართული, გავაფრთხილო ის უცხოელები, რომლებიც ამ ფაქტს აკნინებენ და ნორმალიზებას უკეთებენ - პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის ექსცესზე მათ მხრებზე იქნება. სახელმწიფო არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ აქ 90-იანი წლები დაატრიალოს, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი გარე გულშემატკივრებით აპირებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი გზა, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიტოვა, არის ექსტრემიზმი.
„ეს არის გარე მითითებების მიყოლის შედეგი. აი, ამ მდგომარეობაში ჩააყენეს მათ, ვინც წაახალისეს, რომ მანდატები დაეტოვებინათ პარლამენტში, ესაუბრათ არჩევნების გაყალბებაზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციამ ჯერ კიდევ არ წარმოადგინა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და რადიკალებს შიდა ტერორისტები უწოდა.
მისი თქმით, ვერავინ, მათ შორის უცხოური ძალებიც, ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე.
„ყველას, ვინც ასეთ შიდა ტერორისტთან სალონურ ურთიერთობაშია, საჯაროდ ვკითხავთ, რა არის მათი პოზიცია და ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.