https://sputnik-georgia.com/20250922/mikromewarmeobis-programis-parglebshi-1200-sesxi-gaixa-295041039.html
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1,2 ათასზე მეტი სესხი გაიცა
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1,2 ათასზე მეტი სესხი გაიცა
Sputnik საქართველო
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა გასული წლის სექტემბერში ამოქმედდა და მიკრომეწარმეობის ხელშეწყობას, ახალი... 22.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-22T16:18+0400
2025-09-22T16:18+0400
2025-09-22T16:18+0400
საქართველო
აწარმოე საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388305_0:263:2500:1669_1920x0_80_0_0_55151e358ea04d8bd3ef320a98cfbe5e.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1,2 ათასზე მეტი სესხი დამტკიცდა, რომლის ჯამური მოცულობაც 60 მლნ ლარამდეა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა - განხორციელებული ინვესტიციებით დამატებით 2.643 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა, რომეოლიც გასული წლის 16 სექტემბერს ამოქმედდა, სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი ეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები, ქალი-მეწარმეები და დამწყები მეწარმეები. ახალი პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 ათას ლარამდე თანადაფინანსებით. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 ათას ლარს. მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 ათასიდან 50 ათას ლარამდე. სააგენტოს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქში - ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმსა და თბილისში. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ. პროგრამის დაწყებიდან მოყოლებული, 1400-ზე მეტმა ბიზნესმენმა ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით და საკრედიტო გარანტიის სქემით, ანუ სესხის პროცენტისა და საბანკო უზრუნველყოფის სუბსიდირებით.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მიმართულია თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388305_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_6a8a40fb48d122e163c591ecddf78b51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1,2 ათასზე მეტი სესხი გაიცა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა გასული წლის სექტემბერში ამოქმედდა და მიკრომეწარმეობის ხელშეწყობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1,2 ათასზე მეტი სესხი დამტკიცდა, რომლის ჯამური მოცულობაც 60 მლნ ლარამდეა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა - განხორციელებული ინვესტიციებით დამატებით 2.643 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა, რომეოლიც გასული წლის 16 სექტემბერს ამოქმედდა, სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი ეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა.
უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები, ქალი-მეწარმეები და დამწყები მეწარმეები.
ახალი პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 ათას ლარამდე თანადაფინანსებით.
არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 ათას ლარს. მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 ათასიდან 50 ათას ლარამდე.
„პროგრამის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა სააგენტოს კიდევ ერთმა სიახლემ - რეგიონულმა საკონსულტაციო ცენტრებმა. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის ბენეფიციართა უდიდესი ნაწილი რეგიონების მცხოვრებლები არიან, მნიშვნელოვანია, ყველა საჭირო სერვისი მათთან ახლოს არსებულ საკონსულტაციო ცენტრში მიიღონ“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სააგენტოს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქში - ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმსა და თბილისში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ. პროგრამის დაწყებიდან მოყოლებული, 1400-ზე მეტმა ბიზნესმენმა ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით და საკრედიტო გარანტიის სქემით, ანუ სესხის პროცენტისა და საბანკო უზრუნველყოფის სუბსიდირებით.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მიმართულია თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.