https://sputnik-georgia.com/20250922/kvaracxelia-oqros-burtis-nominantebshi-12-adgilze-gavida-295048054.html
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა
Sputnik საქართველო
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა. 22.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-22T21:14+0400
2025-09-22T21:14+0400
2025-09-22T21:14+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:248:1441:1058_1920x0_80_0_0_e590c1898b5e30eeb3d25a6921310bf1.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა, ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.„ოქროს ბურთი“ - ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო ცნობილია როგორც ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია პარიზში, „შატლეს თეატრში“ 22 სექტემბერს გაიმართება.კვარაცხელიამ მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაუსწრო, როგორებიცაა ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, დეზირე დუე და სხვები არიან.„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად კვარაცხელიამ 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო.2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მოგვიანებით გახდება ცნობილი.გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის, ტრადიციულად, 30 ფეხბურთელი იბრძვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. მისი კონკურენტები არიან: კილიან მბაპე, რაფინია, უსმან დემბელე, ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი, ლამინ იამალი, ვიტიანია და სხვები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:113:1441:1193_1920x0_80_0_0_65274d44613fd4401a71f9d2fb07a337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა, ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.
„ოქროს ბურთი“ - ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო ცნობილია როგორც ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია პარიზში, „შატლეს თეატრში“ 22 სექტემბერს გაიმართება.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა. 2024 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გახდა.
კვარაცხელიამ მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაუსწრო, როგორებიცაა ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, დეზირე დუე და სხვები არიან.
„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად კვარაცხელიამ 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო.
2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის, ტრადიციულად, 30 ფეხბურთელი იბრძვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. მისი კონკურენტები არიან: კილიან მბაპე, რაფინია, უსმან დემბელე, ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი, ლამინ იამალი, ვიტიანია და სხვები.