ბოჭორიშვილი გაეროს გენასამბლეის მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას

© Government of Georgiaმაკა ბოჭორიშვილოი
მაკა ბოჭორიშვილოი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2025
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში და მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში ვიზიტით 21 სექტემბერს გაემგზავრა, სადაც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები - საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეში შეხვდება. ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია ნიუ-იორკში 9 სექტემბერს გაიხსნა. დებატები 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში, ასევე 29 სექტემბერს გაიმართება.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0