ტაქსიდან მატარებლამდე: უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ქვეყანაში
ტაქსიდან მატარებლამდე: უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ქვეყანაში
Sputnik საქართველო
22 სექტემბერთან დაკავშირებით, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე, Sputnik-ი გთავაზობთ სატრანსპორტო საშუალებების ნაირსახეობას. 22.09.2025-ს, Sputnik საქართველო
უპილოტო ავტომობილები უკვე გზებზე გამოჩნდა — ოდესღაც იგი ფანტასტიკად ითვლებოდა, ახლა კი ნორმად იქცევა. მომხრეები თვლიან, რომ იგი უფრო უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთაა და ხელს შეუწყობს საცობების თავიდან აცილებას. მოწინააღმდეგეები კი აქცენტს შესაძლო ხარვეზებზე, ჰაკერულ თავდასხმებსა და მძღოლებს შორის უმუშევრობის ზრდაზე აკეთებენ. დავა გრძელდება, ტექნოლოგია კი უკვე მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებში.
22 სექტემბერთან დაკავშირებით, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე, Sputnik-ი გთავაზობთ სატრანსპორტო საშუალებების ნაირსახეობას.
უპილოტო ავტომობილები უკვე გზებზე გამოჩნდა — ოდესღაც იგი ფანტასტიკად ითვლებოდა, ახლა კი ნორმად იქცევა. მომხრეები თვლიან, რომ იგი უფრო უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთაა და ხელს შეუწყობს საცობების თავიდან აცილებას. მოწინააღმდეგეები კი აქცენტს შესაძლო ხარვეზებზე, ჰაკერულ თავდასხმებსა და მძღოლებს შორის უმუშევრობის ზრდაზე აკეთებენ. დავა გრძელდება, ტექნოლოგია კი უკვე მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებში.
Yandex-მა მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში უპილოტო ტაქსის სერვისი დანერგა. ეს არის სერვისი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მართული მანქანების შეკვეთას ითვალისწინებს.
ჩინეთში პირველი უპილოტო სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემა, რომელიც ურბანული საცობების პრობლემის გადასაჭრელად BYD-მ შეიმუშავა, ოფიციალურად 2024 წლის 12 აგვისტოს ამოქმედდა.
რუსეთში პირველი უპილოტო ტრამვაი, რომელიც 2025 წლის 3 სექტემბერს გამოჩნდა ქუჩებში. იგი დამოუკიდებლად ჩერდება, ხსნის და კეტავს კარს, ემორჩილება შუქნიშნებს, უთმობს გზას ქვეითებს და მართავს გადამრთველებს. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სალონში იმყოფება ტრამვაის თანამშრომელი.
კომპანია Amazon Zoox, რომელიც უპილოტო ავტომობილების შექმნითაა დაკავებული, აქტიურად ტესტავს და ემზადება ლას-ვეგასში თავისი რობოტაქსის სერვისის გასაშვებად.