ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2025
გამოწერა
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 6%-ით გაიზარდა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4,3%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2025 წლის რვა თვეში 10,5% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა %

ექსპორტი

480,7

2,9

იმპორტი

1 224,8

4,9

სულ

1 705,5

4,3

მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 94,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 42,5 ათასი ტონა შაქრიანი მინერალური და გაზიანი წყლები - 37,5 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 21 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები, ასევე 6,9 ათასი ტონა ხილი.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-5

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

ღვინო

103,3

-24,0

სპირტიანი სასმელები

91,8

-5,2

მინერალური წყლები

51,1

-7,3

ხილი

43,5

75,6

ლიმონათი

37,4

-9,5

რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-აგვისტოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 191,1 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 510,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 501,6 ათასი ტონა ბუნებრივი და თხევადი გაზი, 61,6 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 4,7 ათასი ტონა მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება და ა.შ.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-5

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა%

ნავთობპროდუქტები

356,5

-2,4

გაზი

137,5

25,9

ხორბალი და მესლინი

49,9

17,5

მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება

31,1

348,9

ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი)

29,1

5059,1

2024 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 5,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0