უკრაინული ავიაკომპანია თბილისსა და კიშინიოვს დააკავშირებს

© Sky up AirlinesSkyUp Airlines
SkyUp Airlines  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2025
გამოწერა
კიშინიოვიდან თბილისის მიმართულებით რეისები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან კიშინიოვსა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ რეისებს შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, კიშინიოვიდან თბილისის მიმართულებით რეისები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, Sky Up Airlines-ი 2021 წელს საქართველოში მგზავრთა გადაზიდვების მიხედვით მესამე ადგილზე იყო, რომელიც 192,900 მგზავრს მოემსახურა.
SkyUp Airlines – უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა, ხოლო ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0