არჩევნები 2025: თბილისში არჩევნებში მონაწილე პარტიების პროპორციული სიები გამოქვეყნდა

საარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2025
გამოწერა
ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 12 პარტია.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიები 12-მა პარტიამ წარადგინა.
თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება: ქალაქის სათათბირო ორგანოში 25 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა, 25 კი მაჟორიტარული სისტემით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
წინასწარი მონაცემებით, 4%-იანი ბარიერის გადალახვისა და თბილისის საკრებულოში მოხვედრის შანსი ოთხ პარტიას აქვს: „ქართულ ოცნებას“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „გირჩს“.
„Sputnik საქართველო“ წარმოგიდგენთ პარტიული სიების პირველ ხუთეულს.
„ქართული ოცნება"
შალვა სუთიაშვილი
თინათინ ნიბლოშვილი
ბექა დავითულიანი
გურამ ნიკოლაშვილი
ნიკოლოზ კახეთელიძე
„ძლიერი საქართველო - ლელო"
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ვახტანგ სურგულაძე
ლანა გალდავა
გიორგი რეხვიაშვილი
მამუკა კაციტაძე
"გახარია საქართველოსთვის"
გიორგი შარაშიძე
ეკატერინე უდესიანი
ზაზა თავაძე
როინ ქოჩორაშვილი
დაჯი კოვზირიძე
„გირჩი"
დავით ფანჯიკიძე
გიორგი გვენეტაძე
ეკა ონიანი
ნუგზარ კაპანაძე
ზურაბ ბუხნიკაშვილი.
არჩევნები თბილისში
საქართველოს დედაქალაქში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს.
თბილისის საკრებულო ყველაზე დიდი მუნიციპალური სათათბირო ორგანოა. იგი შედგება 50 დეპუტატისგან, რომელთაგან 25 აირჩევა იმ პარტიების პარტიული სიებით, რომლებმაც ქალაქის მოსახლეობის ხმების 4%-ზე მეტი მიიღეს, ხოლო 25 დეპუტატი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მათ მაჟორიტარულ ოლქებში. საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობს.
რაც შეეხება თბილისის მერს, ის აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მერობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს 25 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდეს. იგი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს.
თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ.
ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 12 პარტია. თბილისის მერობისთვის ბრძოლის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0