https://sputnik-georgia.com/20250921/stiqiam-dasavlet-saqartveloshi-problemebi-sheqmna-295033643.html
სტიქიამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
სტიქიამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
დატბორილია ქუჩები და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები. 21.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-21T13:43+0400
2025-09-21T13:43+0400
2025-09-21T13:43+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1d/289221396_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_5796e491466a066abeb767d732b9fe03.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. უამინდობამ და უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირების ნაწილი. მეწყრული პროცესების შედეგად ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ჯგუფები მუშაობენ. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთშიც - დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება შეფერხებულია როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა მათ დახმარება გაეწიოთ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამასთან დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, საცხოვრებელ სახლებს. როგორც სენაკის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. უწყების ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის რეგიონშიც. ძლიერმა შტორმმა შავ ზღავზე ბათუმის სანაპირო ზოლში ბულვარის ინფრასტრუქტურა დააზიანა. რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. ქედაში ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მაღალმთიან აჭარაში პირველი თოვლიც მოვიდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს, მათ შორის გოდერძის უღელტეხილსა და ბეშუმში. გათოვდა ბახმაროშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1d/289221396_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0e52ce69b0a08153a961ee68a0f98133.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ამინდი საქართველოში, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სტიქიამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
დატბორილია ქუჩები და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები.
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. უამინდობამ და უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირების ნაწილი. მეწყრული პროცესების შედეგად ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ჯგუფები მუშაობენ.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთშიც - დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება შეფერხებულია როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა მათ დახმარება გაეწიოთ.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამასთან დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, საცხოვრებელ სახლებს. როგორც სენაკის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე.
უწყების ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის რეგიონშიც. ძლიერმა შტორმმა შავ ზღავზე ბათუმის სანაპირო ზოლში ბულვარის ინფრასტრუქტურა დააზიანა. რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. ქედაში ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მაღალმთიან აჭარაში პირველი თოვლიც მოვიდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს, მათ შორის გოდერძის უღელტეხილსა და ბეშუმში. გათოვდა ბახმაროშიც.