ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

© AFP 2024 / WANG ZHAOანასტასია გუბანოვა
ანასტასია გუბანოვა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2025
გამოწერა
თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ 138,15 ქულა მიიღო. ორი პროგრამის ჯამში კი 206,23 ქულა დააგროვა, რაც მილანო კორტინას (იტალია) ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას იძლევა.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალთან ერთად, ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ 138,15 ქულა მიიღო. ორი პროგრამის ჯამში კი 206,23 ქულა დააგროვა, რაც მილანო კორტინას (იტალია) ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას იძლევა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებს უკვე ლიცენზიების სრული კომპლექტი აქვს, რაც მას უფლებას აძლევს, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს ინდივიდუალური გამოსვლების ოთხივე კატეგორიაში.
ამასთან, საქართველოს ნაკრების წევრების მიერ მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობისა და მსოფლიო გუნდური რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველო, დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ლიცენზიას მიიღებს ოლიმპიადის გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად.
2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის პირველი სპორტსმენია ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. 2024 წელს გუბანოვამ კონტინენტურ პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0