ისტორიაში პირველად: საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

© Georgian Paralympic Committeeპარაძიუდოს ნაკრები
პარაძიუდოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2025
გამოწერა
ტურნირის მონაწილეა 20 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველი პარაძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრებაში პირველად გახდნენ კონტინენტის პირველობის ჩემპიონები.
ჯამში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2025 წლის თბილისის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალია – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს.
ევროპის ჩემპიონატმა პარაძიუდოში „თბილისი 2025“თბილისი არენაზე სტარტი 19 სექტემბერს აიღო.
ტურნირის მონაწილეა 20 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები. საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრები 14 პარაძიუდოისტით არის წარმოდგენილი.
ტურნირი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0