https://sputnik-georgia.com/20250921/meupe-shio-gvtismshobeli-kvelastvis-aris-295035790.html
მეუფე შიო: ღვთისმშობელი ყველასთვის არის
მეუფე შიო: ღვთისმშობელი ყველასთვის არის
Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. 21.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-21T21:00+0400
2025-09-21T21:00+0400
2025-09-21T21:00+0400
საქართველო
საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:741_1920x0_80_0_0_2533bd24880dbcd7397169821d5c0e23.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ღვთისმშობელი ყველასთვის არის - კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას. დღეს, 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. მეუფემ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი მოვლინება მოწმობს იმას, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; მისი თქმით, იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული. როგორც მეუფემ აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი „განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის“. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:987_1920x0_80_0_0_e0b8cccd91db4323be6f1d763e98b96c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
მეუფე შიო: ღვთისმშობელი ყველასთვის არის
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ღვთისმშობელი ყველასთვის არის - კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
დღეს, 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს.
მეუფემ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი მოვლინება მოწმობს იმას, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად;
„მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ. მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს“, - განაცხადა მეუფემ.
მისი თქმით, იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.
„მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს – ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს – ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი „განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის“.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.