https://sputnik-georgia.com/20250921/kaladze-chemi-konkurenti-tbilisshi-arsebuli-probemebia-295035279.html
კალაძე: ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია
კალაძე: ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია
Sputnik საქართველო
თბილისის მერობისთვის ბრძოლის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა. 21.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-21T20:42+0400
2025-09-21T20:42+0400
2025-09-21T20:42+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_194:323:2048:1366_1920x0_80_0_0_9b84bba5d14f8e5e11c38af68161a577.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მე და „ქართულ ოცნებას“ გვყავდეს, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თბილისის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერობისთვის ცხრა ადამიანი იბრძოლებს. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. არჩევნები თბილისში თბილისში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს. თბილისის საკრებულო ყველაზე დიდი მუნიციპალური სათათბირო ორგანოა. იგი შედგება 50 დეპუტატისგან, რომელთაგან 25 აირჩევა იმ პარტიების პარტიული სიებით, რომლებმაც ქალაქის მოსახლეობის ხმების 4%-ზე მეტი მიიღეს, ხოლო 25 დეპუტატი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მათ მაჟორიტარულ ოლქებში. საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობს. რაც შეეხება თბილისის მერს, ის აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მერობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს 25 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდეს. იგი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს. თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს. მათ უნდა წარადგინონ დეპუტატობის კანდიდატების 50-100 კაციანი პარტიული სიები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_497:304:1913:1366_1920x0_80_0_0_c871c9da38ab9f21b61c5aa37daac314.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე: ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია
თბილისის მერობისთვის ბრძოლის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა.
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მე და „ქართულ ოცნებას“ გვყავდეს, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერობისთვის ცხრა ადამიანი იბრძოლებს.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.
„ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, თანადგომა. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს ქალაქში არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს და მოაგვაროს ეს ყველაფერი, სწორედ „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა მერმა.
თბილისში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს.
თბილისის საკრებულო ყველაზე დიდი მუნიციპალური სათათბირო ორგანოა. იგი შედგება 50 დეპუტატისგან, რომელთაგან 25 აირჩევა იმ პარტიების პარტიული სიებით, რომლებმაც ქალაქის მოსახლეობის ხმების 4%-ზე მეტი მიიღეს, ხოლო 25 დეპუტატი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მათ მაჟორიტარულ ოლქებში. საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობს.
რაც შეეხება თბილისის მერს, ის აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მერობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს 25 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდეს. იგი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს.
თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს. მათ უნდა წარადგინონ დეპუტატობის კანდიდატების 50-100 კაციანი პარტიული სიები.