https://sputnik-georgia.com/20250921/kaladze-arabuli-investiciebi-samushao-adgilebis-sheqmnas-xels-sheuwyobs-295034574.html
კალაძე: არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
კალაძე: არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
Sputnik საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის 21.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-21T17:00+0400
2025-09-21T17:00+0400
2025-09-21T17:00+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. არაბული ინვესტიციები, რომლებიც თბილისსა და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. 19 სექტემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიან ეწვია - საქართველო პირველად მასპინძლობს საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიცია 26-27 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უმსხვილეს დეველოპერულ არაბულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი დაბანდება გახდება. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და გონიოში. ინვესტიცია განაწილდება დაახლოებით ხუთ წელიწადზე, პროექტის დასრულებამდე. Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე: არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. არაბული ინვესტიციები, რომლებიც თბილისსა და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
19 სექტემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიან ეწვია - საქართველო პირველად მასპინძლობს საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
„შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ საუბარია 6-მილიარდიან ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში – თბილისსა და აჭარის რეგიონში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ინვესტიცია, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა და მისასალმებელია“, – აღნიშნა კალაძემ.
Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიცია
26-27 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უმსხვილეს დეველოპერულ არაბულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი დაბანდება გახდება.
აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და გონიოში. ინვესტიცია განაწილდება დაახლოებით ხუთ წელიწადზე, პროექტის დასრულებამდე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.