იაგო ხვიჩია თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტურს ელოდება

© Courtesy of Iago Khvichiaიაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2025
გამოწერა
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ცხრა კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს არჩევნებზე მისულ თბილისელთა ნახევრის მხარდაჭერას.
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციონერი კანდიდატი პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტურში გასვლისთვის იბრძვის - მისი კონკურენტია პარტია „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. ამის შესახებ თავად პოლიტიკოსმა განაცხადა.
თბილისის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერობისთვის სულ ცხრა კანდიდატი იბრძვის.
„სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის, ჩემსა და ბატონ კუპრაძეს შორის. იმიტომ, რომ პირველ ადგილზე პირველ ტურში გასაგებია, რომ კალაძე იქნება, საუბარი მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში“, - განაცხადა ხვიჩიამ.
© Courtesy of Iago Khvichiaიაგო ხვიჩია
Оппозиционный кандидат на выборах в мэры Тбилиси от партии Гирчи Яго Хвичия - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2025
იაგო ხვიჩია
ახლა ხვიჩია ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ უკეთესი კანდიდატია, ვიდრე კუპრაძე.
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ცხრა კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს არჩევნებზე მისულ თბილისელთა ნახევრის მხარდაჭერას.
არჩევნები თბილისში
4 ოქტომბერს დედაქალაქში მერის და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 1 035 873 ადამიანს შედგენს.
თბილისის საკრებულო 50 დეპუტატს მოიცავს: 25 აირჩევა პარტიული სიებით, დანარჩენები - მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა უმრავლესობით.
კანდიდატის გასაყვანად პარტიამ 4%-ზე მეტი ხმა უნდა დააგროვოს. საკრებულოს დეპუტატი შეიძლება გახდეს 21 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ცხოვრობს.
თბილისის მერი პირდაპირი კენჭისყრით აირჩევა. კანდიდატი 25 წელს ზემოდ ასაკის უნდა იყოს და ქვეყნის ტერიტორიაზე სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდეს.
კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. კანდიდატი არჩეულია, თუ მას ხმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 50%-ზე მეტმა მისცა.
თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ დედაქალაქში.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს. მათ უნდა წარადგინონ დეპუტატობის კანდიდატების 50-100 კაციანი პარტიული სიები.
საქართველოს დედაქალაქის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს.
ყველა ახალი ამბავი
0