https://sputnik-georgia.com/20250919/zviadaurs-patimroba-seefarda-295008331.html
ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა
ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ოთხი წლის წინ ზვიადაური გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო. 19.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-19T08:38+0400
2025-09-19T08:38+0400
2025-09-19T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252621711_0:48:1401:836_1920x0_80_0_0_0fb0bf72799fd015ac2e4092b382d556.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოლიმპიურ ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ზვიადაური 17 სექტემბერს, თბილისში იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ იგი მძიმე დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული და არსებობდა კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.2021 წლის აგვისტოში ზვიადაური გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში ზვიადაური 50.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის განაჩენი ნაფიც მსაჯულებს უნდა გამოეტანათ.მკვლელობა სოფელ წინანდალში 2021 წლის 16 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სროლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ძმა, ზვიად ზვიადაური, დაიღუპა და ორი დაიჭრა. ძმის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და ნიკო კენჭოშვილი მოკლა.ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშები მოიგო, რითაც საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252621711_110:0:1289:884_1920x0_80_0_0_dc6e4e3836a54a4e346350d381271ea0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს პროკურატურა
ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა
08:38 19.09.2025 (განახლებულია: 15:38 19.09.2025) ოთხი წლის წინ ზვიადაური გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოლიმპიურ ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ზვიადაური 17 სექტემბერს, თბილისში იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ იგი მძიმე დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული და არსებობდა კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
2021 წლის აგვისტოში ზვიადაური გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში ზვიადაური 50.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის განაჩენი ნაფიც მსაჯულებს უნდა გამოეტანათ.
მკვლელობა სოფელ წინანდალში 2021 წლის 16 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სროლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ძმა, ზვიად ზვიადაური, დაიღუპა და ორი დაიჭრა. ძმის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და ნიკო კენჭოშვილი მოკლა.
ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშები მოიგო, რითაც საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობდა.