საქართველოში 2025 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს

© photo: Sputnik / Stringer1 ლარი
1 ლარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2025
გამოწერა
2025 წლის აპრილ-ივნისში ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სფეროებმა აჩვენა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,3% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7,1% შეადგინა. 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ-ს ზრდამ 9,7% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, არსებული ფასების პირობებში, 2025 წლის მეორე კვარტალში მშპ-მა 25,3 მლრდ დოლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 4,8% შეადგინა, ხოლო მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 2,5 ათასი დოლარი.
ეკონომიკის წამყვანი დარგები
2025 წლის აპრილ-ივნისში ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლების, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში.
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (-7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (-2,5%), მშენებლობის (-2,6%) სფეროებში.
მშპ-ს სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი უჭირავთ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.
ყველა ახალი ამბავი
0