https://sputnik-georgia.com/20250919/rtveli-2025-kaxetsi-64-tona-yurzeni-gadaamusaves-295003315.html
„რთველი 2025": კახეთში 64 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
„რთველი 2025": კახეთში 64 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4,5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. 19.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-19T14:45+0400
2025-09-19T14:45+0400
2025-09-19T15:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855569_0:142:3078:1873_1920x0_80_0_0_0a92e090f25c90634272399af5b782ea.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში, 19 სექტემბრის მონაცემებით, 64 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ღვინის საწარმოებს ყურძენი 4,5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 29,3 ათას ტონამდე საფერავი, 28,3 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სრულად დაბინავდა 1,2 ათას ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი - 12 სექტემბერს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტრამდე ვენახის ფართობი დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 425 ღვინის კომპანია/მარანი, აქედან 163 რთველის პროცესში უკვე ჩართულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. უწყების ცნობით, ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს. კერძოდ, საწარმო ყურძენს ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,50 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად. 2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. 2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855569_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d9f2c24dee028eb388d8992b2d8ebf2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო
„რთველი 2025": კახეთში 64 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
14:45 19.09.2025 (განახლებულია: 15:22 19.09.2025) ბოლო მონაცემებით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4,5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში, 19 სექტემბრის მონაცემებით, 64 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 4,5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 29,3 ათას ტონამდე საფერავი, 28,3 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სრულად დაბინავდა 1,2 ათას ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი - 12 სექტემბერს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტრამდე ვენახის ფართობი დააზიანა.
რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 425 ღვინის კომპანია/მარანი, აქედან 163 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. უწყების ცნობით, ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
კერძოდ, საწარმო ყურძენს ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,50 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.