https://sputnik-georgia.com/20250919/marta-kosi-tbilissi-ar-camova-xelisuflebis-warmomadgenlebma-evrokomisari-gaakritikes-295008498.html
მარტა კოსი თბილისში არ ჩამოვა: ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკომისარი გააკრიტიკეს
მარტა კოსი თბილისში არ ჩამოვა: ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკომისარი გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის ლიდერები მოხარული არიან, რომ მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში თბილისს არ ეწვევა. 19.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-19T18:49+0400
2025-09-19T18:49+0400
2025-09-19T18:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593563_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_c98b861a0ff8b1e1586635c4a237292f.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. რაც უფრო შორს იქნებიან მსგავსი ტიპის ევროპელი ბიუროკრატები საქართველოდან, მით უკეთესი იქნება საქართველოს ხალხისთვის და მომავლისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა ის ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის გადაწყვეტილებას, არ ეწვიოს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში.ევროკომისარი მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, მაგრამ არა საქართველოს. ევროკომისიამ განმარტა, რომ მისი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით ნათლად და არაერთხელ იქნა გამოთქმული. ევროკომისიის პრესსპიკერის, გიიომ მერსიეს თქმით, ბრიუსელი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული რეგრესიისა და ქვეყნის ევროპული გზიდან შემდგომი გადახვევის გამო.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპა საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე და ნეგატიურ ტენდენციებამდე მიიყვანა. თუმცა, შიდა საკითხების მოგვარებისა და თანამშრომლობის განვითარების ნაცვლად, ბრიუსელი ხელოვნურად წყვეტს კავშირებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, რაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს არ შეესაბამება.მისი თქმით, აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების კარნახით და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით.პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ევროკავშირის ეს მიდგომები შეიცვლება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველო მზადაა ბრიუსელთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593563_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_ec42984c6439a456013de78aebc2a8bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, კახა კალაძე , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, კახა კალაძე , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოცნება
მარტა კოსი თბილისში არ ჩამოვა: ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკომისარი გააკრიტიკეს
მმართველი პარტიის ლიდერები მოხარული არიან, რომ მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში თბილისს არ ეწვევა.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. რაც უფრო შორს იქნებიან მსგავსი ტიპის ევროპელი ბიუროკრატები საქართველოდან, მით უკეთესი იქნება საქართველოს ხალხისთვის და მომავლისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა ის ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის გადაწყვეტილებას, არ ეწვიოს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში.
ევროკომისარი მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, მაგრამ არა საქართველოს. ევროკომისიამ განმარტა, რომ მისი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით ნათლად და არაერთხელ იქნა გამოთქმული. ევროკომისიის პრესსპიკერის, გიიომ მერსიეს თქმით, ბრიუსელი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული რეგრესიისა და ქვეყნის ევროპული გზიდან შემდგომი გადახვევის გამო.
„რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს ადამიანები აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას და შანტაჟს იმის გამო, რომ ჩვენ ჰარაკირი არ გავიკეთეთ“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპა საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე და ნეგატიურ ტენდენციებამდე მიიყვანა. თუმცა, შიდა საკითხების მოგვარებისა და თანამშრომლობის განვითარების ნაცვლად, ბრიუსელი ხელოვნურად წყვეტს კავშირებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, რაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს არ შეესაბამება.
მისი თქმით, აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების კარნახით და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით.
„ევროპული ბიუროკრატია არის თვისებრივად გარე ძალების გავლენის ქვეშ, ეს არის „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითის“ გავლენები შესუსტდა აშშ-ში, მაგრამ აქცენტები გადმოვიდა ევროკავშირში და ამის გაგრძელებაა თუნდაც ის, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ევროკავშირის ეს მიდგომები შეიცვლება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველო მზადაა ბრიუსელთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.