ლავროვი: კიევი კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირებით არ არის დაინტერესებული

© Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2025
გამოწერა
ლავროვის თქმით, ევროპის აქტიურობა მიზნად ისახავს იმ პროგრესისთვის ძირის გამოთხრას, რომელიც ალასკის სამიტის შემდეგ გამოიკვეთა
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. დასავლეთს არ აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმის შეცვლის განზრახვა, მაგრამ მისი გეგმაა უკრაინის იმ ნაწილის ოკუპაცია, რომელიც დარეგულირების შემდეგ კიევის კონტროლის ქვეშ დარჩება, ციტირებს „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვებს.
„მათ სურთ ამჟამინდელი რეჟიმის (რომლის შეცვლასაც ისინი არ აპირებენ) კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის იმ ნაწილის ოკუპაცია და კვლავაც ამ ნაცისტური წარმონაქმნის მხარდაჭერა, რომელსაც ახლა ზელენსკი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა მან რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემაში „დიდი თამაში“ მიცემულ ინტერვიუში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ერთიანი ძალებით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ალასკაში ჩამოყალიბებულ დარეგულირების მიდგომებს.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა არაერთხელ მოახდინა რეაგირება იმაზე, თუ როგორ ცდილობს ევროპა ჩამოაყალიბოს საკუთარი ხაზი უკრაინულ საკითხზე.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ კიევი პირდაპირ აჩვენებს, რომ არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მდგრადი და გრძელვადიანი მოგვარებით.
„მიზნები, რომლებსაც უკრაინის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ინარჩუნებს და ამ მიზნებს, უდავოდ, კიევის რეჟიმის დასავლელი სპონსორები აძლიერებენ, პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ლავროვმა აგვისტოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი ნიშანი იმისა, რომ ევროპის აქტიურობა მიზნად ისახავს იმ პროგრესისთვის ძირის გამოთხრას, რომელიც ალასკის სამიტის შემდეგ გამოიკვეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ეს კურსი დამარცხდება.
ყველა ახალი ამბავი
0