https://sputnik-georgia.com/20250919/2---------295000419.html
„რუსთავი2“-მა გახარიას პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე უარი განაცხადა
„რუსთავი2“-მა გახარიას პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე უარი განაცხადა
Sputnik საქართველო
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი პარტიაა, რომელიც 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობს. 19.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-19T09:33+0400
2025-09-19T09:33+0400
2025-09-19T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გიორგი გახარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/47/246404792_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_550d89e3b29a8c8b02e5ae898a3ddf81.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უარი თქვა ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აქტივობების გაშუქებაზე, მას შემდეგ, რაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნინო შუბლაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.ბუჩუკურმა „რუსთავი 2“-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფილიალი უწოდა, შუბლაძეს კი, რომელიც „საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს“, - „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური“.მისი თქმით, ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.„მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან", - აცხადებს ბაკურაძე.თავად ბუჩუკური ბოდიშის მოხდას არ აპირებს.„საკუთარი ბიოგრაფიის შეხსენება შეურაცხყოფაა? დიახ, ნინო შუბლაძე სააკაშვილის დროინდელ რ2-ზე ხელმძღვანელი პოზიციებიდან “აპრავებდა” მაშინდელ რეჟიმს - ზუსტად ისე, როგორც ახლა. ამიტომაც, მეგობრებო, ისე არ უნდა იცხოვროთ, საკუთარი ბიოგრაფიის შეგრცხვეთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.ამასობაში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „რუსთავი 2“-ს პარტიის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ არხი სისტემატურად ავრცელებს ტყუილებს პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ.„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი პარტიაა, რომელიც 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობს.კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი არხის მიერ საარჩევნო კამპანიის პიკში არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის საეთერო დროის არდათმობასთან დაკავშირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/47/246404792_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_0e16c4a4fa660b8a1a7bcba86e12db24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია
„რუსთავი2“-მა გახარიას პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე უარი განაცხადა
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი პარტიაა, რომელიც 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობს.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უარი თქვა ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აქტივობების გაშუქებაზე, მას შემდეგ, რაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნინო შუბლაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
ბუჩუკურმა „რუსთავი 2“-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფილიალი უწოდა, შუბლაძეს კი, რომელიც „საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს“, - „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური“.
„არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა“, - განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ.
მისი თქმით, ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.
„მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან", - აცხადებს ბაკურაძე.
თავად ბუჩუკური ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
„საკუთარი ბიოგრაფიის შეხსენება შეურაცხყოფაა? დიახ, ნინო შუბლაძე სააკაშვილის დროინდელ რ2-ზე ხელმძღვანელი პოზიციებიდან “აპრავებდა” მაშინდელ რეჟიმს - ზუსტად ისე, როგორც ახლა. ამიტომაც, მეგობრებო, ისე არ უნდა იცხოვროთ, საკუთარი ბიოგრაფიის შეგრცხვეთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასობაში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „რუსთავი 2“-ს პარტიის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ არხი სისტემატურად ავრცელებს ტყუილებს პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ.
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი პარტიაა, რომელიც 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობს.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი არხის მიერ საარჩევნო კამპანიის პიკში არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის საეთერო დროის არდათმობასთან დაკავშირებით.