https://sputnik-georgia.com/20250919/----------295000578.html
კობახიძე: ოპოზიცია მხარდაჭერას ეძებს ევროპელ ბიუროკრატებში და არა ქართველ ხალხში
კობახიძე: ოპოზიცია მხარდაჭერას ეძებს ევროპელ ბიუროკრატებში და არა ქართველ ხალხში
Sputnik საქართველო
საქართველოს მმართველი პარტია დარწმუნებულია 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში გამარჯვებაში. 19.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-19T10:52+0400
2025-09-19T10:52+0400
2025-09-19T12:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953480_0:136:2048:1288_1920x0_80_0_0_bd2b6917108023686127bd99ea24f944.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ოპოზიციის ლიდერები თავისი უცხოური ვოიაჟებით ადასტურებენ, რომ მათი პოლიტიკა არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ ევროპის დედაქალაქებში მყოფ ბიუროკრატებს ეყრდნობა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ქართული მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და თამაზ დათუნაშვილი გუშინ გამთენიისას ბრიუსელში გაემგზავრნენ. ამასობაში, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვაშინგტონში იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ კონგრესმენს, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, „მეგობარი აქტის“ კანონპროექტის ავტორსა და საქართველოს მთავრობის ოპონენტს, ჯო უილსონს.პრემიერის თქმით, ამიტომ აგებს ოპოზიცია ყველა არჩევნებს.„როდესაც შენ ორიენტირებული ხარ, არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტსა და დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს წააგებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.„ამდენი ფული რომ დაეხარჯათ ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. არჩევნების დღეს რუსთველის გამზირზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია.ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა 4 ოქტომბერს მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა დაანონსა. მმართველმა პარტიამ, თავის მხრივ, არაერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გასული წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააკეთა და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ნდობა გამოუცხადა.საქართველოს მმართველი პარტია დარწმუნებულია 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში გამარჯვებაში.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953480_75:0:1974:1424_1920x0_80_0_0_036709ada532de6afa64d160a0d04d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
კობახიძე: ოპოზიცია მხარდაჭერას ეძებს ევროპელ ბიუროკრატებში და არა ქართველ ხალხში
10:52 19.09.2025 (განახლებულია: 12:35 19.09.2025) საქართველოს მმართველი პარტია დარწმუნებულია 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში გამარჯვებაში.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ოპოზიციის ლიდერები თავისი უცხოური ვოიაჟებით ადასტურებენ, რომ მათი პოლიტიკა არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ ევროპის დედაქალაქებში მყოფ ბიუროკრატებს ეყრდნობა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ქართული მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და თამაზ დათუნაშვილი გუშინ გამთენიისას ბრიუსელში გაემგზავრნენ. ამასობაში, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვაშინგტონში იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ კონგრესმენს, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, „მეგობარი აქტის“ კანონპროექტის ავტორსა და საქართველოს მთავრობის ოპონენტს, ჯო უილსონს.
„არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი და ამ დროს ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია. მერე რომ ვამბობთ, რომ უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ვის ინტერესებს ატარებენ ეს ადამიანი. ვის ინტერესებს ეყრდნობიან, ვის მხარდაჭერას ეყრდნობიან ეს ადამიანები. ეს არ არის ქართველი ხალხი, ესენი არიან ბიუროკრატები სხვადასხვა დედაქალაქში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამიტომ აგებს ოპოზიცია ყველა არჩევნებს.
„როდესაც შენ ორიენტირებული ხარ, არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტსა და დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს წააგებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ამდენი ფული რომ დაეხარჯათ ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. არჩევნების დღეს რუსთველის გამზირზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია.
ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა 4 ოქტომბერს მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა დაანონსა. მმართველმა პარტიამ, თავის მხრივ, არაერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გასული წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გააკეთა და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს მმართველი პარტია დარწმუნებულია 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში გამარჯვებაში.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.