https://sputnik-georgia.com/20250918/zurab-zviadaurs-brali-warudgines-ras-edaveba-prokuratura-olimpiur-cempions-294988148.html
ზურაბ ზვიადაურს ბრალი წარუდგინეს: რას ედავება პროკურატურა ოლიმპიურ ჩემპიონს
ზურაბ ზვიადაურს ბრალი წარუდგინეს: რას ედავება პროკურატურა ოლიმპიურ ჩემპიონს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 18.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-18T17:40+0400
2025-09-18T17:40+0400
2025-09-18T17:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252621774_0:86:1614:994_1920x0_80_0_0_dc06947cd8a282be2722ece3faaa6266.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაში. ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (38 Special ) კალიბრის WEBLEY SCOTT LTD კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული ექვსი 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის აგვისტოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. ძიუდოისტი თელავის რაიონულმა სასამართლომ 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252621774_89:0:1526:1078_1920x0_80_0_0_7ed4e14cdc7acf087de0ce2366c7f075.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ზურაბ ზვიადაურს ბრალი წარუდგინეს: რას ედავება პროკურატურა ოლიმპიურ ჩემპიონს
პროკურატურა ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 16 სექტემბერს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (38 Special ) კალიბრის WEBLEY SCOTT LTD კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული ექვსი 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის აგვისტოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. ძიუდოისტი თელავის რაიონულმა სასამართლომ 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.