https://sputnik-georgia.com/20250918/wylis-monitoringis-msoflio-dre-ra-ketdeba-saqartvelosi-wylis-xarisxis-gasaumjobeseblad-294988756.html
წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე: რა კეთდება საქართველოში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად
წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე: რა კეთდება საქართველოში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად
Sputnik საქართველო
ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას წყლის რესურსების დაცვაში. 18.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-18T20:18+0400
2025-09-18T20:18+0400
2025-09-18T20:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/14/245491414_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_55e1f02b9953c9852c2e5fc31c01f16e.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა, რომელიც 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და მას შემდეგ ყოველ წლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში. უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, წლის განმავლობაში ზედაპირული წყლის მონიტორინგი 238 წერტილში, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი 72 წყალპუნქტზე ხორციელდება. რაც შეეხება ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაკვირვება დაახლოებით 60 წერტილზე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო 12 წერტილში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგსაც. კვლევებით ისაზღვრება ზღვის წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები. სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. წყლის ხარისხის კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ხორციელდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO17025 სტანდარტის შესაბამისად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/14/245491414_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_e6a13cc4659396474d88b17695971890.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე: რა კეთდება საქართველოში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად
ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას წყლის რესურსების დაცვაში.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა, რომელიც 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და მას შემდეგ ყოველ წლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.
უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, წლის განმავლობაში ზედაპირული წყლის მონიტორინგი 238 წერტილში, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი 72 წყალპუნქტზე ხორციელდება.
რაც შეეხება ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაკვირვება დაახლოებით 60 წერტილზე მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტო 12 წერტილში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგსაც. კვლევებით ისაზღვრება ზღვის წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები.
სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
წყლის ხარისხის კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ხორციელდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO17025 სტანდარტის შესაბამისად.