https://sputnik-georgia.com/20250918/uzravi-qonebis-tarliturad-mitviseba-prokuraturam-ert-pirs-brali-warudgina-294989641.html
ამხანაგობის უძრავი ქონება მიითვისა: პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
ამხანაგობის უძრავი ქონება მიითვისა: პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 18.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-18T21:34+0400
2025-09-18T21:34+0400
2025-09-18T21:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რუსთავი 2007"-ის კუთვნილი უძრავი ქონების მისაკუთრების მიზნით, დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები. ბრალდებული გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1,3 მლნ ლარად ღირებულ, 641,2 კვ მ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
ამხანაგობის უძრავი ქონება მიითვისა: პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რუსთავი 2007"-ის კუთვნილი უძრავი ქონების მისაკუთრების მიზნით, დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები.
ბრალდებული გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1,3 მლნ ლარად ღირებულ, 641,2 კვ მ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.