https://sputnik-georgia.com/20250918/msvidobiani-gadatrialeba-oqsimoronia-gaxariam-opoziciis-gegmebi-gaakritika-294986981.html
„მშვიდობიანი გადატრიალება ოქსიმორონია“ - გახარიამ ოპოზიციის გეგმები გააკრიტიკა
„მშვიდობიანი გადატრიალება ოქსიმორონია“ - გახარიამ ოპოზიციის გეგმები გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისი ოპოზიციონერი კოლეგები უპასუხისმგებლობასა და „მშვიდობიანი რევოლუციის“ უაზრო მოწოდებებში დაადანაშაულა. 18.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-18T18:22+0400
2025-09-18T18:22+0400
2025-09-18T18:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გიორგი გახარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618407_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_a2e7f4d82f7dce287b858d530efd078c.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მშვიდობიან გადატრიალებასთან გაიგივება 4 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების დღეს - ეს არის ოქსიმორონი და საჩუქარია მმართველი პარტიისთვის, განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეარხ Formula-ს ეთერში.საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ ბოიკოტს უცხადებს. იმავე დღეს დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა უკვე 4 ოქტომბერს დააანონსა.გახარიას თქმით, მშვიდობიანი პროტესტის გადატრიალებასთან გაიგივება ეს არის პროტესტის დელეგიტიმაცია და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ოპოზიციის ლიდერების ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღე სამსახურიდან შემდეგ რუსთაველის გამზირზე მიდიან.გახარიას აზრით, მარცხის შემდეგ პოლიტიკოსები, რომლებიც მშვიდობიანი რევოლუციისკენ მოუწოდებენ, გამოვლენ და ხალხს დაადანაშაულებენ, რადგან აქციაზე საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ შეიკრიბა.„მეგობრებო, ეს აღარ არის უკვე თამაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 10 წლის განმსაზღვრელი პროცესები“, - განაცხადა გახარიამ.მისი თქმით, ამ არჩევნებში არის ერთადერთი მიზანი - „ოცნების“ რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე.როგორც ადრე გახარიას პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ არა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618407_165:157:1095:854_1920x0_80_0_0_a585879f9758c03146be83198cf6f62f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია
„მშვიდობიანი გადატრიალება ოქსიმორონია“ - გახარიამ ოპოზიციის გეგმები გააკრიტიკა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისი ოპოზიციონერი კოლეგები უპასუხისმგებლობასა და „მშვიდობიანი რევოლუციის“ უაზრო მოწოდებებში დაადანაშაულა.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მშვიდობიან გადატრიალებასთან გაიგივება 4 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების დღეს - ეს არის ოქსიმორონი და საჩუქარია მმართველი პარტიისთვის, განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეარხ Formula-ს ეთერში.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ ბოიკოტს უცხადებს. იმავე დღეს დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა მშვიდობიანი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა უკვე 4 ოქტომბერს დააანონსა.
„მასობრივი მშვიდობიანი აქცია უნდა დაიბრენდოს, როგორც მშვიდობიანი დამხობა და დაინიშნოს მაინცდამაინც არჩევნების დღეს?! ეს არის ლოგიკა? მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია, საერთოდ", - ამბობს გიორგი გახარია.
გახარიას თქმით, მშვიდობიანი პროტესტის გადატრიალებასთან გაიგივება ეს არის პროტესტის დელეგიტიმაცია და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ოპოზიციის ლიდერების ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღე სამსახურიდან შემდეგ რუსთაველის გამზირზე მიდიან.
გახარიას აზრით, მარცხის შემდეგ პოლიტიკოსები, რომლებიც მშვიდობიანი რევოლუციისკენ მოუწოდებენ, გამოვლენ და ხალხს დაადანაშაულებენ, რადგან აქციაზე საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ შეიკრიბა.
„მეგობრებო, ეს აღარ არის უკვე თამაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 10 წლის განმსაზღვრელი პროცესები“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ამ არჩევნებში არის ერთადერთი მიზანი - „ოცნების“ რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე.
„ეს თუ არ მოხდა, ყველანაირი საუბრები ასეთ გადატრიალებაზე, ისეთ დამხობაზე, ეს არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი, ილუზია, უპასუხისმგებლობა, რომელზეც მერე გამოვლენ და იტყვიან - არ გამოვიდა, რა ვქნათო", - ამბობს გიორგი გახარია.
როგორც ადრე გახარიას პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ არა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.