https://sputnik-georgia.com/20250918/giorgi-kandelaksa-da-kidev-6-pirs-prokuraturam-brali-warudgina-294987628.html
გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურა შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 18.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-18T16:11+0400
2025-09-18T16:11+0400
2025-09-18T16:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გორელ ბიზნესმენს, ყოფილ მოკრივე გიორგი კანდელაკსა და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და დანაშაულში მონაწილე 7 პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას ედავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე სისტემატურად ამზადებდნენ და ინახავდნენ, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 2025 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე,აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 75 000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მლნ ლარს აღემატება. კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს. გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA . ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 200-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე 196-ე (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
პროკურატურა შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გორელ ბიზნესმენს, ყოფილ მოკრივე გიორგი კანდელაკსა და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და დანაშაულში მონაწილე 7 პირი დააკავა.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას ედავება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
„ჯგუფის წევრების განზრახვა მოიცავდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების ალკოჰოლური სასმელების დამზადება-შენახვასა და მისი შემდგომი რეალიზაციით მატერიალური სარგებლის მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე სისტემატურად ამზადებდნენ და ინახავდნენ, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
2025 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე,აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 75 000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მლნ ლარს აღემატება.
კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს.
გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA .
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 200-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე 196-ე (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.