https://sputnik-georgia.com/20250918/arcevnebi-2025-merobis-kandidatebi-saqartvelos-masstabit-294981975.html
არჩევნები-2025: მერობის კანდიდატები საქართველოს მასშტაბით
არჩევნები-2025: მერობის კანდიდატები საქართველოს მასშტაბით
Sputnik საქართველო
ყველაზე დიდი კონკურენცია იქნება თბილისში, სადაც მერობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. 18.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-18T09:37+0400
2025-09-18T09:37+0400
2025-09-18T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციამ მერობის ერთიანი კანდიდატი ვერ წარადგინა 26 მუნიციპალიტეტში, იქ არჩევნები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთადერთი კანდიდატით ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მასალებში.64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 64-დან 2 მუნიციპალიტეტში მხოლოდ მმართველ პარტიას ჰყავს მერობის კანდიდატები წარდგენილი. კიდევ 26 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მერობისთვის ბრძოლა „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსის კანდიდატებს შორის წარიმართება.დანარჩენ 12 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან ყველაზე დიდი კონკურენცია იქნება თბილისში, სადაც მერობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, და ბათუმში - იქ ბრძოლა ხუთ კანდიდატს შორის წარიმართება. ხოლო დანარჩენ 10 მუნიციპალიტეტში სამ-სამი კანდიდატია წარმოდგენილი.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო
არჩევნები-2025: მერობის კანდიდატები საქართველოს მასშტაბით
ყველაზე დიდი კონკურენცია იქნება თბილისში, სადაც მერობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციამ მერობის ერთიანი კანდიდატი ვერ წარადგინა 26 მუნიციპალიტეტში, იქ არჩევნები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთადერთი კანდიდატით ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მასალებში.
64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 64-დან 2 მუნიციპალიტეტში მხოლოდ მმართველ პარტიას ჰყავს მერობის კანდიდატები წარდგენილი. კიდევ 26 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მერობისთვის ბრძოლა „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსის კანდიდატებს შორის წარიმართება.
დანარჩენ 12 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან ყველაზე დიდი კონკურენცია იქნება თბილისში, სადაც მერობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, და ბათუმში - იქ ბრძოლა ხუთ კანდიდატს შორის წარიმართება. ხოლო დანარჩენ 10 მუნიციპალიტეტში სამ-სამი კანდიდატია წარმოდგენილი.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.