https://sputnik-georgia.com/20250917/xatia-viblians-3000-laris-odenobit-girao-sheeparda-294971460.html
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T14:23+0400
2025-09-17T14:23+0400
2025-09-17T14:23+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. 16 სექტმბერს პროკურატურამ ვიბლიანს ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოზარდმა მას ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშვნა მისცა. მკლავჭიდელს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. 16 სექტმბერს პროკურატურამ ვიბლიანს ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„ვაღიარებ დანაშაულს და ვინანიებ“, - განაცხადა ვიბლიანმა სასამართლო პროცესზე.
ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოზარდმა მას ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშვნა მისცა.
მკლავჭიდელს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.