თბილისობა-2025: ღონისძიებების დეტალური პროგრამა
© photo: Sputnik / Stringerთბილისობა

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
სახალხო დღესასწაული საქართველოს დედაქალაქში 20-21 სექტემბერს გაიმართება.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
წელს თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა“ ოქტომბრის ნაცვლად 20-21 სექტემბერს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება - თარიღის ცვლილების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს იმართება.
„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა – დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, – განაცხადა კალაძემ.
გასართობი ღონისძიებების სრული პროგრამა:
ორბელიანის მოედანი
20-21 სექტემბერი, 12:00-22:00
ღია კინოთეატრი
შემოდგომის ნუგბარი
ყველის და ღვინის კუთხე
ქალ-მეწარმეთა ასოციაცია
კაფე „ლაღიძის წყლები”
სამეწარმეო მარკეტი
თემატური ფოტოზონები
ტკბილეულის სივრცე
კვების ზონა
საბავშვო კონცერტები
საბავშვო/გასართობი აქტივობები
თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები
საღამოს კონცერტები
ელექტრონული მუსიკა
ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
13:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდია
14:00 – „მეკო სტუდიის“ კონცერტი
15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი
20 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)
14:00 – თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი
20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა “თეატრალური თბილისი“
20 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი
16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE
19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE
21 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
12:00 – „Sunny Studio”- ს კონცერტი
13:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი
14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი
15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი
16:00 – ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია
21 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)
20:00 – საათი – ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი
21 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი
16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE
19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE
აბანოთუბანი, 20 და 21 სექტემბერი
12:00 – გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“
რიყის პარკი
20 და 21 სექტემბერი, 12:00 – 22:00
გასტრონომიული ფესტივალი
სამეწარმეო მარკეტი
ტკბილეულის ფესტივალი
ღვინის და ყველის სივრცე
ლუდის ზონა
დეკორატიული თაღი და ხეივანი
ატრაქციონები
ღია კინოთეატრი
თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები
თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები
ზღაპრის გმირების მსვლელობა
სხვადასხვა საბავშვო – გასართობი აქტივობები
სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.
საბავშვო კონცერტები
საღამოს კონცერტები
რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები
12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი
13:00 – სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი
14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი
15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი
20 სექტემბერი
18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები
12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
13:00 – ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი
14:00 – „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი
15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი
21 სექტემბერი
18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21 სექტემბერი – ევროპის მოედანი
20:00 – საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“
გარდა ამისა, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.