https://sputnik-georgia.com/20250917/rustavshi-dakarguli-mozardis-cxedari-ipoves-294971311.html
რუსთავში დაკარგული მოზარდის ცხედარი მტკვარში იპოვეს
რუსთავში დაკარგული მოზარდის ცხედარი მტკვარში იპოვეს
Sputnik საქართველო
16 წლის ბიჭი სახლიდან 14 სექტემბერს გავიდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T13:34+0400
2025-09-17T13:34+0400
2025-09-17T13:34+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
რუსთავი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23921/00/239210078_0:190:3134:1953_1920x0_80_0_0_adf877dc3703734b60d51969eee918b9.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში დაკარგული 16 წლის მოზარდი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „ინფო რუსთავი“. ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან სამი კილომეტრის დაშორებით, დღეს 17 სექტემბერს იპოვეს - მოზარდის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის რევაზ დათაშვილი 14 სექტემბერს სახლიდან გავიდა და 02:00 საათის შემდეგ აღარავის უნახავს. სამძებრო ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა, თუმცა, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე იპოვეს მაისური, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭს ეკუთვნოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამძებრო-საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23921/00/239210078_139:0:2995:2142_1920x0_80_0_0_baba155d3b537423ee6ae5bf419dc35d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რუსთავი, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რუსთავი, ახალი ამბები
რუსთავში დაკარგული მოზარდის ცხედარი მტკვარში იპოვეს
16 წლის ბიჭი სახლიდან 14 სექტემბერს გავიდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში დაკარგული 16 წლის მოზარდი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „
ინფო რუსთავი“.
ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან სამი კილომეტრის დაშორებით, დღეს 17 სექტემბერს იპოვეს - მოზარდის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის რევაზ დათაშვილი 14 სექტემბერს სახლიდან გავიდა და 02:00 საათის შემდეგ აღარავის უნახავს.
სამძებრო ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა, თუმცა, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე იპოვეს მაისური, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭს ეკუთვნოდა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამძებრო-საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში.