https://sputnik-georgia.com/20250917/rtveli-2025-ramdeni-kurzenia-gadamushavebul-294970785.html
რთველი 2025: რამდენი ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის
რთველი 2025: რამდენი ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 3 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T15:00+0400
2025-09-17T15:00+0400
2025-09-17T15:00+0400
საქართველო
რთველი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში, 17 სექტემბრის მონაცემებით, 45 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს 12 სექტემბერს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესიც - თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.ამ დროისთვის თითქმის სრულად დაბინავდა 1,2 ათას ტონამდე დაზიანებული ყურძენი, რომელსაც სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 1 კგ-ს 1 ლარად იბარებს. „რთველი 2025"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, გურჯაანში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ბოლო მონაცემებით, მასში დარეგისტრირებულია 400- მდე ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 142 რთველის პროცესში უკვე ჩართულია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს. 2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. 2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რთველი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, რთველი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
რთველი 2025: რამდენი ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის
ბოლო მონაცემებით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 3 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში, 17 სექტემბრის მონაცემებით, 45 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
გადამუშავებული ყურძნიდან 20,5 ათას ტონამდე „საფერავი", 18,4 ათას ტონამდე „რქაწითელი", დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
უწყების ცნობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს 12 სექტემბერს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესიც - თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.
ამ დროისთვის თითქმის სრულად დაბინავდა 1,2 ათას ტონამდე დაზიანებული ყურძენი, რომელსაც სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 1 კგ-ს 1 ლარად იბარებს.
„რთველი 2025"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, გურჯაანში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ბოლო მონაცემებით, მასში დარეგისტრირებულია 400- მდე ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 142 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
კერძოდ, საწარმო ყურძენს ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული „საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.