რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2025
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5,7%-ით გაიზარდა და 2.373,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2025 წლის იანვარი–აგვისტო

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

აშშ

441,8

20,8

იტალია

404,8

8,6

რუსეთი

304,9

-26,9

გერმანია

201,8

18,7

საბერძნეთი

189,5

11,6

2025 წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 304,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 29,6%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აგვისტოში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის აგვისტოში 10,7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 321,6 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის აგვისტო

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

აშშ

59,3

16,8

იტალია

53,4

8,3

რუსეთი

41,3

-2,9

გერმანია

29,3

15,5

საბერძნეთი

25,1

12,4

2025 წლის აგვისტოში რუსეთიდან 41,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,9%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით მეტია.
2025 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 263,5 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0