https://sputnik-georgia.com/20250917/programa-iswavle-da-dasaqmdi-axali-etapi-daiwyo-294975638.html
პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო
პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო
Sputnik საქართველო
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T18:27+0400
2025-09-17T18:27+0400
2025-09-17T18:27+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_107:343:1870:1335_1920x0_80_0_0_a67908b1e357522db9b464004fd03ca9.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელ ოქტომბრამდე გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მსურველთა ონლაინ რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაში ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge განხორციელდება. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. მერიის ინფორმაციით, არსებულ პროგრამებს წელს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი - ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 80 სპეციალობაში ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში. პროგრამაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან შვიდ თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანი, საიდანაც 75% დასაქმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_110:503:1219:1335_1920x0_80_0_0_a4a1fef971b2b1be6cb49fb642c33e6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელ ოქტომბრამდე გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მსურველთა ონლაინ რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაში ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge განხორციელდება. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს.
„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, არსებულ პროგრამებს წელს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი - ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 80 სპეციალობაში ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში.
პროგრამაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან შვიდ თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანი, საიდანაც 75% დასაქმდა.