https://sputnik-georgia.com/20250917/kotorashvils-patimroba-sheeparda-294980724.html
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრება: კოტორაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრება: კოტორაშვილს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T20:17+0400
2025-09-17T20:17+0400
2025-09-17T20:17+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა - მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა.რაც შეეხება ბრალდებულ კოტორაშვილს, იგი დუმილის უფლებას იყენებს. კომპანია „ფინის“ მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს. აღნიშნული კომპანია თბილისში, თამარ მეფის №32-ში მდებარეობს და წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. კოტორაშვილს საგამოძიებო უწყება 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში ავტომობილში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.16 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმის გახსნის შესახებ განაცხადა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი 624 მლნ დოლარისა და 35 მილნ ევროს გათეთრება მოახერხა.ფულის გათეთრების სქემაგამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022-2024 წლებში მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.„აღნიშნული ქმედებებით ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია", - განაცხადეს პროკურატურაში.ამ დროისთვის გამოძიების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. პროკურატურა ასევე გეგმავს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მთელი ქონების კონფისკაციას.დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრება: კოტორაშვილს პატიმრობა შეეფარდა
უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა - მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
რაც შეეხება ბრალდებულ კოტორაშვილს, იგი დუმილის უფლებას იყენებს.
კომპანია „ფინის“ მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს. აღნიშნული კომპანია თბილისში, თამარ მეფის №32-ში მდებარეობს და წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. კოტორაშვილს საგამოძიებო უწყება 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში ავტომობილში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
16 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმის გახსნის შესახებ განაცხადა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი 624 მლნ დოლარისა და 35 მილნ ევროს გათეთრება მოახერხა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022-2024 წლებში მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.
ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.
ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
„აღნიშნული ქმედებებით ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია", - განაცხადეს პროკურატურაში.
ამ დროისთვის გამოძიების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. პროკურატურა ასევე გეგმავს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მთელი ქონების კონფისკაციას.
დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.