https://sputnik-georgia.com/20250917/kobaxidze-startapebis-mxardachera-prioritetad-rcheba-294980365.html
კობახიძე: სტარტაპების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება
კობახიძე: სტარტაპების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება
Sputnik საქართველო
სტარტაპების მხარდასაჭერად, მთავრობამ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი მთლიანად გაათავისუფლა საშემოსავლო გადასახადისგან. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T21:39+0400
2025-09-17T21:39+0400
2025-09-17T21:39+0400
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სტარტაპ-საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს სტარტაპების განვითარების აქტიურად მხარდაჭერას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო დროს საჯარო და კერძო სექტორები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების საკითხში.სტარტაპების მხარდასაჭერად, მთავრობამ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი მთლიანად გაათავისუფლა საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, გარკვეული საგადასახადო შეღავათები 10 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და სპეციალისტებმა საკუთარი იდეები საკუთარ სამშობლოში, საქართველოში განახორციელონ. კერძოდ, მთავრობა გეგმავს ქუთაისის, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქალაქის, ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნას.დღეს გამართულ ღონისძიებაზე 20 წარმატებული სტარტაპი დააჯილდოვეს.საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა ძლიერი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა და სტარტაპ-აქსელერატორი - 500 Global-ი, რომელიც მსოფლიოს სამ საუკეთესო აქსელერატორს შორისაა.მასში ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის როლს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სტარტაპ-საქართველო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სტარტაპ-საქართველო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
კობახიძე: სტარტაპების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება
სტარტაპების მხარდასაჭერად, მთავრობამ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი მთლიანად გაათავისუფლა საშემოსავლო გადასახადისგან.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს სტარტაპების განვითარების აქტიურად მხარდაჭერას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
„სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას. აქ თავს იყრის როგორც ტექნოლოგიები, ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ცოდნა. ამ კუთხით, სტარტაპების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც. ეს ზრდის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზრებზე", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო დროს საჯარო და კერძო სექტორები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების საკითხში.
სტარტაპების მხარდასაჭერად, მთავრობამ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი მთლიანად გაათავისუფლა საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, გარკვეული საგადასახადო შეღავათები 10 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას", - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და სპეციალისტებმა საკუთარი იდეები საკუთარ სამშობლოში, საქართველოში განახორციელონ. კერძოდ, მთავრობა გეგმავს ქუთაისის, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქალაქის, ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნას.
დღეს გამართულ ღონისძიებაზე 20 წარმატებული სტარტაპი დააჯილდოვეს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა ძლიერი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა და სტარტაპ-აქსელერატორი - 500 Global-ი, რომელიც მსოფლიოს სამ საუკეთესო აქსელერატორს შორისაა.
მასში ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის როლს.