https://sputnik-georgia.com/20250917/giorgi-kandelaki-daakaves-294974965.html
ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოება: დაკავებულთა შორის ბიზნესმენი გიორგი კანდელაკია
ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოება: დაკავებულთა შორის ბიზნესმენი გიორგი კანდელაკია
Sputnik საქართველო
ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დღეს საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი დააკავა. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T15:28+0400
2025-09-17T15:28+0400
2025-09-17T15:28+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის არიან გორელი ბიზნესმენი, ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი, იუწყება ტელეკომპანია „ ტვ პირველი“. დღეს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და დანაშაულში მონაწილე 7 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა გააჩნდათ, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს. გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA . გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე და მე-200 მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოება: დაკავებულთა შორის ბიზნესმენი გიორგი კანდელაკია
ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დღეს საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი დააკავა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის არიან გორელი ბიზნესმენი, ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი, იუწყება ტელეკომპანია „ ტვ პირველი“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და დანაშაულში მონაწილე 7 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა გააჩნდათ, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს.
გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA .
გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე და მე-200 მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.