https://sputnik-georgia.com/20250917/elene-xoshtarias-5000-girao-sheeparda-294978320.html
ელენე ხოშტარიას 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ელენე ხოშტარიას 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თანხის გადახდაზე უარს აცხადებს. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T17:29+0400
2025-09-17T17:29+0400
2025-09-17T17:29+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846177_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_1cf35846b6597af5e30c96d0a4fbc5a5.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, რითიც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თანხის გადახდაზე უარს აცხადებს. ხოშტარიამ სასამართლოში გამოცხადებასა და საადვოკატო, მათ შორის, საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებაზეც უარი განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით. მანამდე თავად ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება". მისი თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846177_270:264:2051:1600_1920x0_80_0_0_30267f4c01f2bb50e19943824385a1b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ელენე ხოშტარიას 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, რითიც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.
ხოშტარიამ სასამართლოში გამოცხადებასა და საადვოკატო, მათ შორის, საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებაზეც უარი განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
მანამდე თავად ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება". მისი თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.