https://sputnik-georgia.com/20250917/23-saertashoriso-organizacia-daregistrirda-ceskoshi-294973785.html
არჩევნები 2025: დამკვირვებლად 23 საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა
არჩევნები 2025: დამკვირვებლად 23 საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T18:57+0400
2025-09-17T18:57+0400
2025-09-17T18:57+0400
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:28:1280:748_1920x0_80_0_0_976eedffbd300d33e3b54fe0480bc13f.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 17 სექტემბრის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დასაკვირვებლად 23 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 5 აგვისტოს დაიწყო, ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია კი 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.ამ ეტაპზე რეგისტრირებულია შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციები:Association „ALTERFACT“ „იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია“ (IEC) „ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო“ „მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია „თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო“ „ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო“ (NEBE) „მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია“ „ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია“ „სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია“ „ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ „ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია“„აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია „ფიჯის საარჩევნო ოფისი“ (FEO)„სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი“„სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ „ფილიპინების რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“ „ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისია“„ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია „გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისია“„მალაიზიის საარჩევნო კომისია (ECM)“ „მეხიკო სითის საარჩევნო ინსტიტუტი (IEC„მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი“.არჩევნები-2025: ყველაფერი დამკვირვებლებისა და მათი უფლებების შესახებსაერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უცხოურ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:საქართველოს კანონმდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;საარჩევნო პროცესის შეფერხებისგან თავის შეკავება;პოლიტიკური მიუკერძოებლობა;საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრინციპების დეკლარაციით გაცხადებული დებულებების დაცვა.ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მაქსიმუმ ორი საერთაშორისო დამკვირვებელი. საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც ცესკოში რეგისტრაციას მათთან ერთად გაივლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3d101aa9f215fd9162f0897a00c74a5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
არჩევნები 2025: დამკვირვებლად 23 საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 17 სექტემბრის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დასაკვირვებლად 23 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 5 აგვისტოს დაიწყო, ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია კი 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირებულია შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციები:
„იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია“ (IEC)
„ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო“
„მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია
„თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო“
„ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო“ (NEBE)
„მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია“
„ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია“
„ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია“
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია
„ფიჯის საარჩევნო ოფისი“ (FEO)
„სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი“
„სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
„ფილიპინების რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“
„ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისია“
„ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია
„გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისია“
„მალაიზიის საარჩევნო კომისია (ECM)“
„მეხიკო სითის საარჩევნო ინსტიტუტი (IEC
„მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი“.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უცხოურ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:
საქართველოს კანონმდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
საარჩევნო პროცესის შეფერხებისგან თავის შეკავება;
პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრინციპების დეკლარაციით გაცხადებული დებულებების დაცვა.
ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მაქსიმუმ ორი საერთაშორისო დამკვირვებელი. საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც ცესკოში რეგისტრაციას მათთან ერთად გაივლის.