https://sputnik-georgia.com/20250917/18-seqtembers-hualingis-teritoriaze-transportis-mozraoba-sheizgudeba-294967966.html
18 სექტემბერს „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
18 სექტემბერს „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T19:23+0400
2025-09-17T19:23+0400
2025-09-17T19:23+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266357161_0:369:2985:2048_1920x0_80_0_0_1110ed5d9115ab4f9281d1f29798d10b.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში, „ჰუალინგის” დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, შეზღუდვა 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.დროის აღნიშნულ მონაკვეთში მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე, სასტუმრო „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიიდან მიმავალი ავტომობილები თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოხვედრას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძისა და იოთამ ზედგენიძის ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან მარცხნივ მოხვევით და შემდგომ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმართულებით.თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილები „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან „ჰუალინგის” დასახლების მიმდებარედ არსებული გზისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით.თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266357161_166:0:2897:2048_1920x0_80_0_0_a852420d537578bb25fa48dbf7cf7f81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
18 სექტემბერს „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში, „ჰუალინგის” დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვა 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე, სასტუმრო „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიიდან მიმავალი ავტომობილები თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოხვედრას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძისა და იოთამ ზედგენიძის ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან მარცხნივ მოხვევით და შემდგომ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმართულებით.
თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილები „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან „ჰუალინგის” დასახლების მიმდებარედ არსებული გზისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.